მძღოლის დამხმარე სისტემა
Autopilot და ზედამხედველობის მომთხოვნი FSD ფუნქციები მძღოლის ყურადღებასა და კონტროლს არ ცვლის. მზად იყავით ნებისმიერ დროს მართვის გადასაბარებლად. ფუნქციის დასახელება ავტომობილის ავტონომიურობას არ ნიშნავს.
რომელი ფუნქციები გაქვთ
Autopilot-ისა და Full Self-Driving პაკეტების შესაძლებლობები დამოკიდებულია ავტომობილის აღჭურვილობაზე, შეძენილ პაკეტზე, პროგრამულ ვერსიასა და ბაზარზე. სხვა ქვეყნის ვიდეო ან სხვა მოდელის მაგალითი თქვენს მანქანაზე იმავე ფუნქციის არსებობას არ ადასტურებს.
- გაჩერებულ ავტომობილში შეამოწმეთ არსებული პროგრამა და პაკეტი.
- მანქანის ეკრანზე გახსენით შესაბამისი Owner’s Manual და გაეცანით ფუნქციის შეზღუდვებს.
- სწორედ თქვენი საჭისა და მართვის ელემენტებისთვის გადაამოწმეთ ჩართვა/გათიშვის პროცედურა.
- მოძრაობისას აკონტროლეთ გზა და ეკრანის გაფრთხილებები; შეზღუდული ხილვადობისას სისტემას ნუ მიენდობით.
კამერის კალიბრაცია
კალიბრაცია უნივერსალური პერიოდული „150–200 კმ“ მოვლა არ არის. ის შეიძლება საჭირო გახდეს პირველადი გამოყენებისას ან გარკვეული შეკეთების შემდეგ. პროგრესი ეკრანზე ჩანს და გავლილი მანძილი პირობებზეა დამოკიდებული. კალიბრაციის წაშლა პრობლემის საწყის რჩევად არ გამოიყენოთ; მუდმივი შეცდომა სერვისს გადაამოწმებინეთ.